1788509700
10 პროდუქტი, რომელიც აპრილში ყველაზე მეტად გაიაფდა
საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, წლიურად ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ხახვი, რომლის ფასიც 23%-ით არის შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
- ხახვი - 23%
- ტელევიზორი - 22%
- მანდარინი - 21%
- ფორთოხალი - 17%
- მაცივარი - 17%
- ყურძენი - 16%
- სარეცხი მანქანა - 15%
- კივი - 14%
- ნიორი - 13%
- ბრინჯი - 11%



