1683541515 • ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თურქულ მონაკვეთში ნავთობგადატვირთვა 8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით თურქეთის გავლით 19,761 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტვირთა, რაც 2022 წლის მარტთან შედარებით 8,48%-ით, ანუ 1,545 მლნ ბარელით მეტია.
ინფორმაციას Report ნავთობსადენის თურქულ ოპერატორ კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იანვარ-თებერვალ-მარტში ბთჯ-ის მილსადენით თურქეთის გავლით 54,810 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიქაჩა, რაც 2022 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 7,94%-ით, ანუ 4,032 მილიონი ბარელით მეტია.
ამჟამად ბთჯ-ის მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკზე მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებას ემსახურება. ბთჯ-ის მილსადენით, ასევე, შაჰდენიზის საბადოს კონდენსატი, თურქმენული და ყაზახური ნავთობი გადაიქაჩება.