ბოლო 7 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 133 324-ით შემცირდა

შემწეობა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან ივლისამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710 226-დან 576 902 ადამიანამდე შემცირდა.

შესაბამისად, შვიდ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 133 324 ადამიანით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობას იღებდა:

  • იანვარში — 710 226 ადამიანი;
  • თებერვალში — 709 458;
  • მარტში — 667 793;
  • აპრილში — 645 920;
  • მაისში — 605 033;
  • ივნისში — 584 137;
  • ივლისში — 576 902.

ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 184 921-დან 145 391-მდე შემცირდა.