ფისტის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სად და რამდენად ვყიდულობთ

ფისტა

2025 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფისტის იმპორტი 120%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იმპორტირებულია 41.547 მლნ დოლარის ღირებულების 5 142 ტონა ფისტა, შარშან იმავე პერიოდში კი 18.129 მლნ დოლარის 3 557 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 9 თვის ჭრილში ქვეყანაში ფისტის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ცნობისთვის, საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, წელს საქართველოს ფისტის იმპორტი 51%-ით გაუძვირდა. ასე მაგალითად, შარშან იანვარ-სექტემბერში თუ 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 5.3 დოლარი იყო, წელს ფასი 8 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, წელს საქართველო ფისტის უდიდეს ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან ყიდულობს.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის სამ კვარტალში ფისტის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ბაზრიდან ხორციელდებოდა:

  • აშშ - 28.122 მლნ დოლარის 3 267 ტონა;
  • თურქეთი - 11.963 მლნ დოლარის 1 298 ტონა;
  • ირანი - 464.3 ათასი დოლარის 464 ტონა;
  • ყაზახეთი - 439 ათასი დოლარის 44 ტონა;
  • ვიეტნამი - 341 ათასი დოლარის 40 ტონა.