1789538733
იანვარში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო იმპორტი 10.2%-ით შემცირდა - საქსტატი
იანვარში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო იმპორტი 10.2%-ით შემცირდა, ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339 800 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001 600 000 აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.



