ადმინისტრატორი   • 1642685274

ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.  როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევზე და სხვა პრუდენციულ დოკუმენტებზე, რომელთა პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება," -  განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობისთვის.