ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი - ვალუტა

12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6524 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8582 ლარი გახდა.

0.18 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3473 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.64 თეთრი შეადგინა.