ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

დოლარი - ვალუტა

26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7047 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1310 ლარი გახდა.