ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ლარის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.

6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6459 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0035 ლარი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8364 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8432 ლარს შეადგენდა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1405 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.1746 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 თებერვლიდან შევა ძალაში.