ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ლარი - ვალუტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6558 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6459 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0099 ლარი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8537 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8364 ლარს შეადგენდა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1410 ლარს შეადგენს და ასევე გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2106 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 თებერვლიდან შევა ძალაში.