ქართველი მომხმარებლის ხარჯებიდან ყველაზე დიდი ნაწილი, 30%-ზე მეტი სურსათზე მოდის - Galt & Taggart

სურსათი

ქართველი მომხმარებელი დასვენებას, გართობასა და განათლებას უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ვიდრე აქამდე, თუმცა ტიპიური მომხმარებლის ხარჯებიდან ყველაზე დიდი ნაწილი, 30%-ზე მეტი მაინც სურსათზე მოდის. 

Galt & Taggart-ის კვლევით, 2024 წელს საქართველოში სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირდა სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის კატეგორიების წილები. სამაგიეროდ გაზრდილია საოჯახო მოვლა-პატრონობის, დასვენების, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე განათლების კატეგორიების წილები.

საინეტერესოა ისიც, რომ მომხმარებლის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების წილი საქართველოში, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება ევროზონის ანალოგიურ მაჩვენებელს. საპირისპიროდ, ევროზონაში გაცილებით მაღალია კომუნალურების, სასტუმროების & რესტორნების, დასვენება & გართობის და ტრანსპორტის კატეგორიების წილები. ასევე ევროზონაში სურსათის, ჯანდაცვის და ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს კატეგორიებს თითქმის ორჯერ ნაკლები წილები აქვთ, ვიდრე საქართველოში.