რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

დოლარი - ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 27 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.2009 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6930 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6900 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.2300 ლარად, გაყიდვა კი 3.2000 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6940 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.2350 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.2000 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6940 ლარად, გაყიდვა კი - 2.6900 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.2350 ლარად, გაყიდვას კი - 3.2150 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6950 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.2300 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.