სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი - ივნისი

samretsvelo-produqcia

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.3 პროცენტით შემცირდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს 6.0-პროცენტიანი კლებაა.

2023 წლის მაისთან შედარებით, ფასები გაიზარდა: სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე (2.5%-ით), ლითონის მადნებზე (2.9%-ით), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (3.1%-ით).

ფასები შემცირდა: დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%-ით), ლითონებზე (8.6%-ით), ლითონის მადნებზე (13.1%-ით), დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე (5.8%-ით), ქიმიურ ნივთიერებებსა და ქიმიურ პროდუქტებზე (36.0%-ით), ძირითად ლითონებზე (22.3%-ით); ელექტროენერგიაზე, აირზე, სხვა (4.0%-ით).