საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა - ვისი რამდენი გვმართებს

turizmis-shemosavali

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.016 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 27.2 მლნ დოლარით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.989 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.752 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.730მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.527 მლრდ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 263.819 მლნ დოლარს შეადგენდა.

2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

მსხვილი კრედიტორები 2026 წლის ივლისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.469 მლრდ აშშ დოლარი;
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.896 მლრდ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.185 მლრდ დოლარი;
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 353.028 მლნ დოლარი;
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი - 240.189 მლნ აშშ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 217.398 მლნ დოლარი;

ამასთან, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს საფრანგეთის - 845.088 მლნ დოლარი; გერმანიის - 559.493 მლნ დოლარის; იაპონიის - 103.901 მლნ დოლარის და ა.შ.