აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – საელჩო

მსოფლიო 1786089608
აშშ

აშშ-ს საელჩო საქართველოში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციასა და ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს.

აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას" - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.დღეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.