საქართველოში საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის იმპორტის ბაზარი 1.14 მლრდ ლარს აღწევს - GCCA

ქიმიკატები

2025 წელს საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის პროდუქციის იმპორტის ბაზრის მოცულობამ 1.14 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევიდან ვგებულობთ.

კვლევის თანახმად, ბაზარზე 1 460 იმპორტიორი კომპანია ოპერირებდა. რაც შეეხება ბაზრის კონცენტრაციის ინდექსს (HHI), იგი 265-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს.