როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რამდენიმე თვის კომუნალური გადასახადი ერთიანად დაგერიცხებათ - ენერგოომბუდსმენის განმარტება

კომუნალური

რამდენიმე თვის კომუნალური გადასახადის ერთიანად დარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელს თანხის განწილვადების მოთხოვნის უფლება აქვს. რა შემთხვევაში ვრცელდება ეს შესაძლებლობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადზე, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.

„დენის ნაწილში ასეთი შემთხვევები არ გვაქვს, იმიტომ რომ, ტარიფში დიდ სხვაობას გვაძლევს. ერთჯერადი შემთხვევა შესაძლოა, გვქონდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ მაგალითად დიდთოვლობის გამო კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველამდე ვერ მივიდა. ასეთ შემთხვევაში არსებობს წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხის გადაანგარიშება. წელს ზამთარში ასეთი შემთხვევები გვქონდა.

წყლის შემთხვევაში შესაძლოა, ორი-სამი თვის გადასახადი დიდი თანხა არ იყოს და მომხმარებელმა ერთბაშად შეძლოს გადახდა, მაგრამ მომხმარებლებს აქვთ უფლება, რომ განწილვადება გააკეთონ და ამას ითვალისწინებს წესებიც.

BPN

ბუნებრივი გაზის შემთხვევაში მსგავს დროს საკმაოდ დიდ თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამიტომ, უპირობო განწილვადება ხდება, თუ სხვა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს, სადაც მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს ეჭვი, რომ მეტი გადასახადი დაერიცხა. ეს უკვე ცალკე კვლევის თემაა“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.