იაპონიაში ხელოვნური სისხლი შექმნეს, რომელიც თავსებადია ყველა ჯგუფსა და რეზუს ფაქტორთან

ჯანდაცვა 1749282300
სისხლი

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფის მორიგ გამოგონებას შეუძლია, სრულად შეცვალოს გზა, რომლითაც სამედიცინო სფერო გადაუდებელ შემთხვევებს უმკლავდება. კერძოდ, მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც თავსებადია ნებისმიერი პეციენტის სისხლის ჯგუფსა და რეზუსთან და ოთახის ტემპერატურაზე 1 წლის ვადით ინახება.

ხელოვნური სისხლის შესაქმნელად ნარას სანედიცინო უნივერსიტეტში, ჰირომი საკაის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სისხლის წითელი ჯგუფები და სინთეზურ ბუშტებში გახვეული თრომბოციტები გამოიყენეს; აღნიშნული ბუშტები ხელოვნურ სისხლს ნამდვილის მსგავსი ფუნქციების შესრულებაში, ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და თრმობების შექმნაში ეხმარება.

ამ ინოვაციას განსაკუთრებულად რთულად მართვად სიტუაციებში, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების დროს, დაშავებულთა უფრო ეფექტურად მკურნალობის საშუალებას იძლევა - ამჟამად ნამდვილ სისხლს სამაცივრე პირობებში შენახვა და პაციენტთან სისხლის ჯგუფების დამთხვევა სჭირდება, სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაშიც კი სისხლი მხოლოდ 42 დღეს ინახება. ხელოვნური სისხლის ერთი წლის ვადით შენახვის შესაძლებლობა კი როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე სამხედრო მედიკოსებს, ხანგრძლივი მარაგების გაკეთების საშუალებას აძლევთ.

ხელოვნური სისხლის ტესტირება 2022 წლიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას ოთხი ჯანმრთელი მოხალისისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი იღებდა - 20-დან 50 წლამდე მამაკაცებს მეცნიერებმა 100 მილილიტრამდე მოცულობის ხელოვნური სისხლი ინტრავენური გზით მიიღეს. გამოვლინდა მსუბუქი გვერდითი მოვლენებიც, თუმცა სისხლის წნევასა და სხვა სასიცოცხლო ნიშნებში მკვეთრი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ამჟამად დეველოპერთა ჯგუფი ადამიანების მონაწილეობით კლინიკური ტესტირებისთვის და მარეგულირებელ უწყებებთან თანამშრომლობისთვის ემზადებიან. წარმატების შემთხვევაში, ხელოვნური სისხლი ბაზარზე მომდევნო რამდენიმე წელში გამოჩნდება. სამედიცინო ექსპერტებს სჯერათ, რომ ხელოვნური სისხლი იქნება ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური პროდუქტი, რომელიც ჯანდაცვის სექტორში ოდესმე შეუქმნიათ, რაც სისხლის გადასხმის ტრადიციულ მეთოდთან დაკავშირებულ რისკებს - დონორის მიუღებლობასა და ინფექციას - შეამცირებს.