დართ ვეიდერის მახვილი $3 მილიონად გაიყიდება

დართ ვეიდერის მახვილი

საკულტო ფილმის, ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთი, დართ ვეიდერის “ლაითსეიბერი” ლოს ანჯელესში აუქციონზე $3 მილიონად გაიყიდება.

მახვილი, რომელიც Star Wars-ის ერთგული ფანებისთვის კარგადაა ცნობილი, ეკრანებზე ტრილოგიის მეხუთე და მეექვსე ეპიზოდებში გვხვდება.

ამჟამად “ლაითსეიბერი” ლონდონში, Star Wars-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი და მისი ხილვა ფანებს თავისუფლად შეუძლიათ. აგვისტოს ბოლოსთვის მახვილსა და სხვა ექსპონატებს ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიტანენ, სადაც გამოფენები ნიუ იორკში, ბევერლი ჰილსსა და ლოს ანჯელესშიც გაიმართება. სწორედ ამ ქალაქში გადაწყდება, თუ ვინ შეიძენს $3 მილიონად შეფასებულ საკულტო მახვილს.