ილონ მასკმა ერთ კვირაში $14.5 მილიარდი დაკარგა - TESLA-ს აქციები ეცემა

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი

უმდიდრესმა ამერიკელმა მეწარმემ, ილონ მასკმა სულ რაღაც ერთ კვირაში 14.5 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა. Forbes-ის შეფასებით, Tesla-ს ხელმძღვანელი ამჟამად $188 მილიარდის ქონებას ფლობს და ის უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, რა თქმა უნდა, ბერნარ არნოს შემდეგ.

მასკის ქონების მკვეთრი შემცირება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს აქციების ვარდნასთან, რომლის ღირებულებაც ერთკვირიან ჭრილში 7%-ითაა შემცირებული.

თავის მხრივ, Tesla-ს აქციების შემცირება არადამაკმაყოფილებელ კვარტალურ შედეგებს უკავშირდება. მართალია, კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილის წარმოება შეძლო, თუმცა I კვარტალში დაფიქსირებული შედეგი მაინც 10,000 ერთეულით ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს.

ცხადია, ზემოხსენებული ფაქტი ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რაც Tesla-ს კაპიტალიზაციაზე მკაფიოდ ასახა. ამჟამად კომპანიის საბაზრო ღირებულება 580 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.