1790754613
როდის გამოიდარებს საქართველოში?
1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან ამინდი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა - უმეტესად წვიმს.
დღეს, 2 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ნალექიანობა შენარჩუნდება ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით.
"შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.
თუ გრძელვადიან პროგნოზს გადავხედავთ, საქართველოს დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან გამოდარება დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობა რიგ რეგიონებში შენარჩუნდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც მოსალოდნელია უკვე ტემპერატურის მატებაც (საშუალოდ, ღამით 13, დღისით კი 23 გრადუსამდე).
თბილისშიც გამოდარება 4 ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობით. დედაქალაქშიც შემოდგომის მზიანი ამინდები 8 ოქტომბრიდან გველის. წყარო



