1755428789
iPhone 14-ის გაყიდვების კლების გამო Apple-ი ახალი თაობის iPhone-ის ფასებს შეამცირებს

Apple-ი iPhone 15-ის სმარტფონების ფასების გადახედვას აპირებს, რადგან iPhone 14 Plus მოდელის გაყიდვებმა იმედები არ გაამართლა და ბევრად ნაკლებია მასზე მოთხოვნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
MacRumors-ის თანახმად, iPhone-ის ახალი მოდელები შეღავათიან ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ, თუ 14 Plus-ის ფასი 899 დოლარი იყო, მისი მემკვიდრე — iPhone 15 Plus-ი 799 დოლარი ეღირება. წყაროს ცნობით, თუ ეს ასე მოხდება, მაშინ iPhone 15-ის საბაზო მოდელის ფასიც დაიკლებს და 799 დოლარის ნაცვლად 699 დოლარი ეღირება.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ Apple-ი 2023 წელს თავისი სმარტფონების დიაპაზონს iPhone 15 Ultra-ს უფრო ძვირი მოდელის წარმოდგენით გააფართოებს. წინასწარი ინფორმაციით, ის დაახლოებით 1299 დოლარი ეღირება, რაც iPhone 14 Pro Max-ზე 200 დოლარით ძვირია. ასეთ ფასს სმარტფონის ტიტანის უკანა პანელით, პერისკოპის ტელე-ფოტოლინზითა და უფრო სწრაფი და უნივერსალური USB-C პორტის დანერგვით ხსნიან.