ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტს ახორციელებენ

ღორი

საქართველო ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 15.29 მლნ აშშ დოლარის 8 984 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ღორების იმპორტი წლიურად 1.4%-ით გაიზარდა. კერძოდ, შარშან იანვარ-ივნისში იმპორტირებული იყო 13.36 მლნ აშშ დოლარის 8 860 ტონა ღორი.

რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.7 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1.5 დოლარი. მონაცემების თანახმად, საქართველოს ცოცხალი ღორების იმპორტი წლიურად 13%-ით გაუძვირდა.

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც რუსეთიდან ცოცხალი ღორების შემოჰყავს

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი 5 ძირითადი კომპანიის სია ასეთია: „აგრო ტექნოლოგია“, „ახალი ხორცი“, „მით იმპორტერ“, „საბა“ და „უნივერსალი“.

„ბიზნესპრესნიუსი“ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ცოცხალი ღორის იმპორტს ახორციელებენ:

  • შპს „აგრო ტექნოლოგია“ 2016 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის წილებს სრულად ფლობს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ამირან შელია. ისევ იკავებს კომპანიაში დირექტორის პოზიციას.
  • შპს „ახალი ხორცის“ დირექტორი და წილების სრული მესაკუთრე გურამი გვარამაძეა. კომპანია რეესტრში 2021 წელს არის რეგისტრირებული.
  • ასევე 2021 წელს დარეგისტრირდა შპს „მით იმპორტერიც“. კომპანიის 100%-იანი წილების მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე ბარაბანია.
  • 2020 წელს რეგისტრირებული შპს „საბას“ წილებს სრულად ფლობს დავით მეზურნიშვილი. კომპანიის დირექტორები კი დავით და ომარ მეზურნიშვილები არიან.
  • დაბოლოს, შპს „უნივერსალის“ 100%-იანი წილების მფლობელი ლაშა შინდელიშვილია. ისვე იკავებს დირექტორის თანამდებობას. კომპანია 2013 წელს არის რეგისტრირებული.

შენიშვნა: წარმოდგენილი top-5 კომპანია დალაგებული არ არის რეიტინგის მიხედვით