1755428789
იყო თუ არა საბავშვო სიმღერა Baby Shark პლაგიატი - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრალდებები, რომ Pingfong-მა ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონათან რაიტის, სიმღერის Baby Shark-ის სიმღერისგან პლაგიატი შექმნა.
რაიტმა ბავშვთა სიმღერის საკუთარი ვერსია 2011 წელს ჩაწერა, Pinkfong-მა - 2016 წელს იმ მოტივით, რომ სიმღერის ქავერ ვერსია იყო და საზოგადოებრივ დომენში ჯდებოდა.
როგორც სასამართლომ დაადგინა, რაიტის ვერსია საკმარისად არ განსხვავდებოდა ორიგინალური სიმღერისგან და საავტორო უფლებების დაცვას არ ექვემდებარებოდა.
სიმღერა Baby Shark სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს, ხოლო სახელწოდებით Baby Shark Song რაიტმა 2011 წელს შექმნა და Youtube-ზე განათავსა.
Pinkfong-ის ვერსია კი Youtube-ზე ვირუსულად გავრცელდა და 2020 წლის ნოემბერში, 7 მლრდ ნახვით, Youtube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა პირველი ვიდეო, რომელმაც 10 მლრდ ნახვას მიაღწია.
1755428561
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტს ახორციელებენსაქართველო ცოცხალი ღორების იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხორციელდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 15.29 მლნ აშშ დოლარის 8 984 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა.აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ღორების იმპორტი წლიურად 1.4%-ით გაიზარდა. კერძოდ, შარშან იანვარ-ივნისში იმპორტირებული იყო 13.36 მლნ აშშ დოლარის 8 860 ტონა ღორი.რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.7 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1.5 დოლარი. მონაცემების თანახმად, საქართველოს ცოცხალი ღორების იმპორტი წლიურად 13%-ით გაუძვირდა.ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც რუსეთიდან ცოცხალი ღორების შემოჰყავს„ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტიორი 5 ძირითადი კომპანიის სია ასეთია: „აგრო ტექნოლოგია“, „ახალი ხორცი“, „მით იმპორტერ“, „საბა“ და „უნივერსალი“.„ბიზნესპრესნიუსი“ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ცოცხალი ღორის იმპორტს ახორციელებენ: შპს „აგრო ტექნოლოგია“ 2016 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის წილებს სრულად ფლობს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ამირან შელია. ისევ იკავებს კომპანიაში დირექტორის პოზიციას. შპს „ახალი ხორცის“ დირექტორი და წილების სრული მესაკუთრე გურამი გვარამაძეა. კომპანია რეესტრში 2021 წელს არის რეგისტრირებული. ასევე 2021 წელს დარეგისტრირდა შპს „მით იმპორტერიც“. კომპანიის 100%-იანი წილების მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე ბარაბანია. 2020 წელს რეგისტრირებული შპს „საბას“ წილებს სრულად ფლობს დავით მეზურნიშვილი. კომპანიის დირექტორები კი დავით და ომარ მეზურნიშვილები არიან. დაბოლოს, შპს „უნივერსალის“ 100%-იანი წილების მფლობელი ლაშა შინდელიშვილია. ისვე იკავებს დირექტორის თანამდებობას. კომპანია 2013 წელს არის რეგისტრირებული. შენიშვნა: წარმოდგენილი top-5 კომპანია დალაგებული არ არის რეიტინგის მიხედვით
1755422280
Reuters - ტრამპმა პუტინს გადასცა მეუღლის წერილი, რომელშიც ბავშვების უსაფრთხოებაზეა საუბარიაშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი, - ინფორმაციას Reuters-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი.
1755418380
თურქეთმა თხილის ფასი 50%-ით გაზარდა - მიზეზებითურქეთის მარცვლეულის ასოციაციამ 2025-2026 წლების სეზონისთვის თხილის შესყიდვის ოფიციალური ფასები გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Giresun-ის ხარისხის ღირებულება კილოგრამზე 200 ლირას, ანუ 4.93 დოლარს შეადგენს, ხოლო Levant -ის ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 195 ლირას, ანუ 4.79 დოლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით თხილის ფასმა დაახლოებით 50%-ით მოიმატა. ამის შესახებ EastFruit-ი წერს.აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის მოსავალს უკავშირდება. ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს თხილის თითქმის 70%-ით ამარაგებს, ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოსავლის წინაშე დგას. აპრილში ყინვის შედეგად თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ხილის ბაღები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც წარმოება 400 000 ტონაზე ნაკლებს შეადგენს, მაშინ, როცა ჩვეულებრივ მოსავალი 700 000 - 800 000 ტონაა.ცნობილია, რომ მარცვლეულის ასოციაცია მაღალი ხარისხის მოსავალზე დამატებით თანხას გადაიხდის. ფასების ეს მექანიზმი კი მიზნად ისახავს თურქი მწარმოებლების დახმარებასა და არასტაბილური მიწოდების პირობებით გამოწვეული მარკეტინგული სირთულეების მოგვარებას.ანალიტიკოსების მტკიცებით, შიდა ფასებმა შესაძლოა, კილოგრამზე 300 ლირას მიაღწიოს, ხოლო საერთაშორისო ფასმა კილოგრამზე 10 დოლარამდე აიწიოს, ისევე, როგორც ეს 2014 წელს მსგავსი დეფიციტის შემდეგ იყო.ფასების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გლობალური შოკოლადის მწარმოებლებისთვის, როგორიცაა იტალიური „ფერერო“, რომელიც თურქეთის წლიური წარმოების დაახლოებით 25%-ს ყიდულობს და თხილს თავის შოკოლადის პროდუქტებში ძირითად ინგრედიენტად იყენებს.
1755357076
ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებავოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
1755346800
იყო თუ არა საბავშვო სიმღერა Baby Shark პლაგიატი - სასამართლომ განაჩენი გამოიტანასამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრალდებები, რომ Pingfong-მა ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონათან რაიტის, სიმღერის Baby Shark-ის სიმღერისგან პლაგიატი შექმნა.რაიტმა ბავშვთა სიმღერის საკუთარი ვერსია 2011 წელს ჩაწერა, Pinkfong-მა - 2016 წელს იმ მოტივით, რომ სიმღერის ქავერ ვერსია იყო და საზოგადოებრივ დომენში ჯდებოდა.როგორც სასამართლომ დაადგინა, რაიტის ვერსია საკმარისად არ განსხვავდებოდა ორიგინალური სიმღერისგან და საავტორო უფლებების დაცვას არ ექვემდებარებოდა.სიმღერა Baby Shark სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს, ხოლო სახელწოდებით Baby Shark Song რაიტმა 2011 წელს შექმნა და Youtube-ზე განათავსა.Pinkfong-ის ვერსია კი Youtube-ზე ვირუსულად გავრცელდა და 2020 წლის ნოემბერში, 7 მლრდ ნახვით, Youtube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა პირველი ვიდეო, რომელმაც 10 მლრდ ნახვას მიაღწია.