ფრჩხილის ლაქი, ქაშმირის პერანგები, ბურგერები - 10 ვარსკვლავი გასაკვირი ბიზნესით და შემოსავლით

მსოფლიო 1755428789
ვარსკვლავები

დღეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანების უმეტესობა ქონებას მხოლოდ მუსიკით ან ფილმებში მონაწილეობით არ აგროვებს. როგორც წესი, ვარსკვლავები შემოსავლის რამდენიმე წყაროს ფლობენ, ისინი არიან მეწარმეები და ეს საქმიანობები მათი მთლიანი ქონების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

დამატებითი შემოსავლის წყაროა სილამაზის ბრენდები, სწრაფი კვების ობიექტები და სხვა...

წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის ბევრისთვის გასაკვირი წყაროები აქვთ.

10 ვარსკვლავი გასაკვირი ბიზნესით და შემოსავლით

ბრედ პიტი

2019 წელს ბრედ პიტმა პერანგების პრემიუმ ხაზი გამოუშვა.

კოლექცია მთლიანად ქაშმირისგან არის დამზადებული და ძვირფასი ქვების ღილებითაა მორთული. თითო პერანგის ფასი დაახლოებით, 3000 დოლარია.

დიზაინერული ბრენდი, სახელწოდებით God's True Cashmere, პიტსა და საიუველირო ნაწარმის დიზაინერსა და მკურნალ სატ ჰარის კოლაბორაციაა.

ჰარი ამტკიცებს, რომ ფუფუნების ხაზის შექმნის შთაგონება მას სიზმარში მოუვიდა.

მილი ბობი ბრაუნი

ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს ვარსკვლავია, თუმცა ეს ყველაფერი „უცნაური ამბების“ ვარსკვლავისთვის, მილი ბობი ბრაუნისთვის საკმარისი არ არის.

2019 წელს ახალგაზრდა მსახიობმა საკუთარი სილამაზის ბრენდი, Florence by Mills დააფუძნა, რომელსაც მან სახელი თავისი საყვარელი დიდი ბებიის, ფლორენსის გამო შეურჩია.

ის, რაც კანის მოვლის ხაზად დაიწყო, საერთაშორისო სილამაზის ბრენდად გადაიქცა. დღეს ბრენდი აწარმოებს მაკიაჟს, თმის მოვლისა და სუნამოების ხაზებს.

ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ თავის მუდმივად მზარდ პორტფოლიოს ტანსაცმლის ხაზიც დაამატა.

სერენა უილიამსი

სერენა უილიამსი სპორტული ვარსკვლავია, რომელიც მუდმივად ცდილობს დამატებითი ფულის გამომუშავებას. ჩოგბურთის ყოფილი ჩემპიონი წარმოუდგენლად გამჭრიახია ინვესტირების საკითხში.

მას აქვს მომგებიანი წილები თითქმის ყველგან - Miami Dolphins-ით დაწყებული, NTF პლატფორმა Bitski-ით დასრულებული.

რაც შეეხება საკუთარ ბიზნესს, უილიამსმა 2014 წელს დააარსა მდგრადი მოდის ბრენდი S by Serena და 2021 წლის აგვისტოში საკუთარი საიუველირო ხაზი, Serena Williams Jewelry გამოუშვა.

ჰარი სტაილსი

ჯერ მუსიკა, შემდეგ ფილმები და ახლა გოგონების კერპი ჰარი სტაილსი სრულიად ახალ ინდუსტრიას იპყრობს. ეს არის ფრჩხილის ლაქი.

სტაილსმა, რომელიც ცნობილია თავისი თამამი მანიკურით, 2021 წელს ბრენდი Pleasing დააარსა. ხაზმა პირველად კანის მოვლის საშუალებები და ფრჩხილის ლაქი გამოუშვა, მაგრამ სტაილსმა ცოტა ხნის წინ თავის გულშემატკივრები გაახარა ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზის გამოშვებით.

ჯასტინ ბიბერი

მომღერალმა მოდის სამყაროში 2018 წელს გადაინაცვლა და თავის მენეჯერ რაიან გუდთან ერთად Drew House დააარსა.

ბრენდის მომღიმარი სახის ლოგო მის ტანსაცმელს მუდამ ამშვენებს.

ბიბერის ხაზის სამოსს თითქმის ყველა ვარსკვლავი ატარებს. ის მოსწონს ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიცა: არიანა გრანდე, კაილი ჯენერი და ჯასტინ ბიბერის სუპერმოდელი მეუღლე ჰეილი ბიბერი.

მარკ უოლბერგი

მსახიობ მარკ უოლბერგს, ძმებთან, დონისთან და პოლთან ერთად, ოჯახური ბურგერების რესტორნების ქსელი აქვს, რომელსაც ხუმრობით Wahlburgers-ს უწოდებენ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. წლების განმავლობაში უოლბერგმა არაერთი ბიზნესი წამოიწყო, ინვესტიციები ჩადო ყველაფერში, წყლის ბრენდებიდან დაწყებული, სპორტდარბაზებითა და ავტომობილების დილერობით დამთავრებული.

რობერტ დე ნირო

მან ქონება დიდ ეკრანზე დააგროვა, თუმცა მსახიობი მილიონებს სამზარეულოშიც შოულობს.

დიახ, „მძვინვარე ხარის“ ვარსკვლავი რობერტ დე ნირო 1994 წელს ცნობილი რესტორნების ქსელის, Nobu-ს თანადამფუძნებელი იყო, რომელიც ამჟამად ხუთ კონტინენტზეა განთავსებული.

მისი ბიზნეს ინტერესები ამით არ მთავრდება. ვარსკვლავი ასევე ფლობს რამდენიმე იტალიურ რესტორანს ნიუ-იორკში, მათ შორის Locanda Verde-ს.

2014 წელს ის არყის ბრენდის, VDKA 6100-ის თანადამფუძნებელიც იყო.

კრის ბრაუნი

სკანდალურ R&B ვარსკვლავს, მუსიკალური კარიერის გარდა სარეზერვო გეგმაც აქვს: Burger King.

კრის ბრაუნმა 2015 წელს აღიარა, რომ მას ეკუთვნის Burger King-ის 14 ფრენჩაიზი მთელ ამერიკაში.

ბრაუნმა ბევრი გააკვირვა, როდესაც Billboard-ს განუცხადა, რომ ციხეში ყოფნისას ბურგერზე დამოკიდებულება განუვითარდა.

დრიუ ბერიმორი

ეკრანის ვარსკვლავმა დრიუ ბერიმორმა საკუთარი მაკიაჟის ხაზი, Flower Beauty 2013 წელს გამოუშვა.

მას სჯეროდა, რომ „ყველა ქალს იმსახურებს უმაღლესი ხარისხის სილამაზის პროდუქტებს ხელმისაწვდომ ფასად“. სწრედ ამიტომ, ბერიმორის ბრენდს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

მის ძალიან პოპულარულ Supernova Celestial Skin Elixir-ს ოდესღაც 4000 კაციანი ლოდინის სია ჰქონდა აშშ-ში.

გარდა ამისა, ბერიმორმა გლობალურად გააფართოვა თავისი სილამაზის ხაზი, გამოუშვა ტანსაცმელი და საფირმო ღვინის ხაზი.

პოსტ მელონი

2020 წელს ამერიკელმა რეპერმა პოსტ მელონმა მოულოდნელად დააარსა ვარდისფერი ღვინის კომპანია Maison No.9. ღვინის საცალო ფასი 160 დოლარამდეა და მას „ხელმისაწვდომი ფუფუნება“ უწოდა.

წინასწარი გაყიდვიდან სულ რაღაც 48 საათში 50 000 ბოთლი გაიყიდა, რაც ვარსკვლავის წარმატებულ სტრატეგიაზე მეტყველებს.

წყარო: lovemoney.com