ომის დაწყების შემდეგ უკრაინული ბორშჩი 21%-ით გაძვირდა

უკრაინული კერძი ბორში

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დასაწყისიდან 2023 წლის 13 იანვრამდე ოთხ ადამიანზე გათვლილი ბორშის ღირებულება  21,2%-ით  გაძვირდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა interfax ავრცელებს.

უკრაინის ეფექტური რეგულირების ოფისმა ბორშჩის ინდექსის“ გაანგარიშებისას საკვები პროდუქტების საშუალო თვიურ ფასებზე უკრაინის ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა გამოიყენა, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა და აქტიური საომარი მოქმედებების დასახლებათა მონაცემები გათვალისწინებული არ არის.

BRDO-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ბორშჩის ინგრედიენტებიდან ყველაზე მეტად, 63,7%-ით ღორის ხორცი გაძვირდა და კგ-ზე 4,55 დოლარი შეადგინა. ღორის ხორცს  მოსდევს არაჟანი, რომლის ფასმაც 32% მოიმატა და 100 გრამზე 1.10 დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი სტაფილოა, რომლის ფასმა 26.5%-ით მოიმატა და კილოგრამზე 0,70 დოლარი შეადგინა.

ხორცპროდუქტების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეულია ცხოველთა საკვების ღირებულებით, პირუტყვის შემცირებით და ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემებით, რაც მწარმოებლების უნარზე, შეინახონ როგორც ნედლეული, ასევე მზა პროდუქცია უარყოფითად მოქმედებს.

BRDO-მ განმარტა, რომ „ბორშის ინდექსის“ გაანგარიშებისას მათ იხელმძღვანელეს ოთხი ადამიანისთვის განკუთვნილი კერძით, რომლისთვისაც საჭიროა 400 გრამი ღორის ხორცი და ჭარხალი, 500 გრამი კარტოფილი და კომბოსტო, 150 გრამი სტაფილო და 100 გრამი არაჟანი.