შავი ზღვა თბება - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?

შავი ზღვა

2025 წელს მსოფლიო ოკეანეებმა რეკორდული 23 ზეტაჯოული სითბო შთანთქეს - თითქმის 40-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე კაცობრიობამ იმავე პერიოდში გამოიყენა.

The Guardian-ის ცნობით, სითბოს ეს დაგროვება საზღვაო გარემოში მასშტაბური ცვლილებების ფონზე ხდება. 1999 წლიდან მოყოლებული, გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3.8 მმ-ით იმატებს, ხოლო 2012-დან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 4.2 მმ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოკეანის მჟავიანობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.

„ოკეანე ჩვენს თვალწინ იცვლება“, - განაცხადა Mercator Ocean International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ბაჰურელმა. მან განმარტა, რომ დათბობა, ზღვის დონის აწევა და ეკოსისტემის დეგრადაცია გრძელვადიანი ცვლილებების ნიშნებია.

პროცესები განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში - ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურა კი მნიშვნელოვან სიღრმეებზეც კი ნარჩუნდება. ხმელთაშუა ზღვა, მთლიანობაში, ათწლეულში დაახლოებით 0.32°C-ით თბება.

შედეგები უკვე მოქმედებს ზღვის ცხოველებზე. 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოს მარჯნის რიფების 84%-მა განიცადა სითბური სტრესი, რომელიც საკმარისი იყო მისი გაუფერულებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ოკეანის თითქმის 5%-მა განიცადა მუდმივი ცვლილებები ფიტოპლანქტონის ზრდის ნიმუშებში - ორგანიზმების, რომლებიც კვებითი ჯაჭვების საფუძველს ქმნიან და ნახშირბადის ციკლის რეგულირებას უწყობენ ხელს.