რუსეთის ბიუჯეტი $25 მლრდ დოლარით შემცირდა, ნავთობისა და გაზის შემოსავალი თითქმის 50%-ით

რუსული ნავთობი

იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 1,76 ტრილიონი რუბლს (დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო ნავთობისა და გაზის შემოსავალმა - 426 მილიარდ რუბლს (6 მილიარდ დოლარზე მეტი), რაც 2022 წელის იანვართან შედარებით 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ამავდროულად, იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 59%-ით - 3,117 ტრილიონ რუბლამდე (დაახლოებით 44 მლრდ დოლარი) გაიზარდა.

ხოლო მიღებული შემოსავლის მოცულობამ 1,356 ტრილიონი რუბლი (19 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 35%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარში მიღებული შემოსავლის მოცულობაზე.

ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა 426 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 6 მილიარდ ამერიკული დოლარს შეადგენს და რაც 46%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. შედარებისთვის - გასულ წელს ნავთობისა და გაზის შემოსავალი 795 მლრდ რუბლი (11.2 მლრდ დოლარი) იყო.

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ ეს „უპირველეს ყოვლისა ურალის ნავთობის შეთავაზებების კლებითა და ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირებით“ ახსნა.

წინასწარი შეფასებით, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების მოცულობამ 2023 წლის იანვარში 3117 მილიარდი რუბლი (439 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.