უკრაინა 45 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალს ელოდება - შმიგალი

მარცვლეული უკრაინაში

უკრაინა 2023 წელს 45 მილიონ ტონა მარცვლეულსა და პარკოსან კულტურებს ელოდება, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მეორე თესვის კამპანია საომარი მდგომარეობის პირობებში მიმდინარეობს და მის წარმატებით დასასრულებლად ფერმერებს მთავრობა ეხმარება.

„უკრაინაში მეორე თესვის კამპანია მიმდინარეობს საომარი მდგომარეობის პირობებში. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ფერმერებს, რომ თესვა  წარმატებით განახორციელონ. წინასწარი შეფასებით, 45 მილიონი ტონა მარცვლეული და პარკოსანი კულტურებს ველით. ხორბლის მოსავალი 16,6 მილიონი ტონა იქნება. “- განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ასეთი მოსავლით უკრაინელების შიდა მოხმარება დაახლოებით 5 მილიონი ტონაა.

„უკრაინა სრულად იქნება მარცვლეულითა და საკვებით უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა შმიგალმა.