ზიმბაბვე რუსეთს ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და ყავის მიწოდებას სთავაზობს

ზიმბაბვე

ზიმბაბვე რუსეთის ახალი სავაჭრო პარტნიორი ხდება.

აფრიკული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი კრისტოფერ მუცვანგა აცხადებს, რომ ზიმბაბვე მზად არის, რუსეთს ხილი, ბოსტნეული, თხილი, ჩაი და ყავა და თამბაქო მიაწოდოს. 

 „რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი სფეროა ხილი და ბოსტნეული. ჩვენ გვაქვს ბევრი ტროპიკული ხილი, ტკბილი ფორთოხალი, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ რუსეთს. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო კლიმატი, სადაც შეგვიძლია, ვაწარმოოთ ნებისმიერი საკვები. გვაქვს ნაყოფიერი ნიადაგი და საკმარისი წყალმომარაგება, რაც მოგვცემს საშუალებას გავხდეთ მნიშვნელოვანი მოთამაშე ბოსტნეულისა და ხილის ბაზარზე.

გარდა ამისა, გვაქვს თხილი, ჩაი და ყავა. ზიმბაბვეს ასევე აქვს განვითარებული თამბაქოს ინდუსტრია, ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოში, ჩვენი თამბაქო ძალიან პოპულარულია. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ რუსეთთან ერთად ამ სექტორში“, - განაცხადა მუცვანგამ.