11 600-დან 16 000 ლარამდე - ვისი ხელფასი იზრდება?

ხელფასი

2026 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდას.

დოკუმენტის მიხედვით, საჯარო მოხელეების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 10%-ით გაიზარდა.

ამასთან, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა მინისტრებისთვის, მათი მოადგილეებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისთვის, კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის და პარლამენტის წევრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1600 ლარი იქნება.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):

  • პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
  • მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
  • მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;
  • პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 13 760 ლარი, წლიურად 165 120 ლარი;
  • პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი.