1767522610
2026 წლის 100 საუკეთესო კერძი გამოვლინდა - რომელი ქართული კერძი მოხვდა რეიტინგში
2026 წლის საუკეთესო კერძად პარაგვაის Vori-vori დასახელდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის საუკეთესო 100 კერძის განახლებულ რეიტინგში.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში შემავალი კერძებიდან სამი იტალიური სამზარეულოდან არის.
უფრო კონკრეტულად, მსოფლიოში 2026 წლის საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოიყურება:
- Vori-vori - პარაგვაი;
- Pizza Napoletana - იტალია;
- Tajarin al tartufo bianco d’ALBA - იტალია;
- Sate kambing - ინდონეზია;
- Cağ kebabı - თურქეთი;
- Kontosouvli - საბერძნეთი;
- Arroz tapado - პერუ;
- Komplet lepinja - სერბეთი;
- Birria tacos (Quesabirria) - მექსიკა;
- Pappardelle al cinghiale - იტალია.
რაც შეეხება საქართველოს, ას საუკეთესო კერძს შორის ორი ქართული მოხვდა - მწვადი და ხაჭაპური. მწვადი რეიტინგში 86-ე ადგილზეა, ხოლო ხაჭაპური 91-ე ადგილზე.



