ადგილები საქართველოში, სადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის დამატებითი სადგურები ამოქმედდება

ჰაერის დაბინძურება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოში 15 მისამართზე მიმდინარებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 15 სტაციონარული და 3 მობილური სადგური.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი, 24-საათიანი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.

უფრო კონკრეტულად, სადგურების განთავსების ლოკაციებია:

  • 1. თბილისი - წერეთლის გამზ. N105;
  • 2. თბილისი - ყაზბეგის გამზ. ვ. გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი;
  • 3. თბილისი - ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ;
  • 4. თბილისი - აღმაშენებლის გამზ. 73ა, "ილიას ბაღი";
  • 5. თბილისი -მარშალ გელოვანის გამზირი №34;
  • 6. რუსთავი -მეგობრობის გამზ. №35ა, №20 საჯარო სკოლის ეზო;
  • 7. რუსთავი - ბათუმის ქ. N19
  • 8. ქუთაისი - ლადო ასათიანის ქ. 98;
  • 9. ქუთაისი -ნინოშვილის ქუჩისა და დ. აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთა (ბაღი);
  • 10. ბათუმი - აბუსერიძის ქუჩა N1; 11. ქ. ბათუმში -„ბათუმის ცენტრალური პარკი“;
  • 12. ზუგდიდი-რუსთაველის ქუჩა №192, №3 საჯარო სკოლის ეზო;
  • 13. ახალციხე - ასპინძის ქუჩა №18, №2 საჯარო სკოლის ეზო;
  • 14. თელავი - კვირიკე დიდის ქუჩა №43, №5 საჯარო სკოლის ეზო;
  • 15. მესტია - დაბა მესტია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2025 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დონორული მხარდაჭერით, დაგეგმილია მონიტორინგის არსებული ქსელის გაფართოება და 10 ავტომატური სადგურის განთავსება შემდეგ ქალაქებში:

  • ფოთი (ფონური);
  • ოზურგეთი (ფონური);
  • ზესტაფონი (სამრეწველო და ფონური);
  • თაზაქენდი (სამრეწველო);
  • გორი (საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული);
  • ბოლნისი (ფონური);
  • სიღნაღი (ფონური);
  • ჭიათურა (ფონური;
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი (ფონური).

„2025 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული ლოკაციების სააგენტოსთვის გადმოცემის და კომუნიკაციების (ელ. ენერგია, ინტერნეტი) მოწყობის სამუშაოები. დამატებითი სადგურების განთავსება დასრულდება 2026 წლის ზაფხულში. შედეგად, ქვეყანას ექნება 25 სტაციონალური და 3 მობილური სადგურისგან შემდგარი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

BPN