ბაქო-თბილისის რეისები Stadler-ის მატარებლით შესრულდება - როგორი იქნება ვაგონები

Stadler

ბაქო-თბილისის რეისები თანამედროვე Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული მატარებლით შესრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

Oxu.Az-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შემადგენლობაში არის საძინებელი ტიპის ვაგონები და რესტორანი.

მთლიანობაში, ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დრო შეწყდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ბაქო-თბილისის მატარებლის მოძრაობის გრაფიკი და ის რომ, რეისები ყოველდღიურად შესრულდება. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს.