ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა - რა იკრძალება

ბატეთის ტბა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.

საიჯარო საფასური 17 200 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების თანახმად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ტბის გაწმენდით სამუშაოებს), არანაკლებ 80 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) დახარჯვა.

ამ ბრძანების პირველი პუნქტით (წლიური საიჯარო ქირის გადახდა ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე) გათვალისწინებული უძრავი ქონების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უსასყიდლოდ (რაც არ გულისხმობს უსასყიდლოდ კომერციული საქმიანობის უფლების მინიჭებას).

აუქციონის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრძალება:

  • მოიჯარის მიერ არ უნდა შეიზღუდოს სარგებლობაში გადასაცემ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობა.
  • სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოიცავს ბატეთის ტბით დაფარულ ტერიტორიას, ასევე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ იჭრება მდინარე ბატეთისწყლის კალაპოტში და მდებარეობს უსახელო მდინარესთან. შესაბამისად გასათვალისწინებელია ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.
  • „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი მოიცავს ბატეთის ტბისა და მდ. ბატეტისწყლის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის როგორც მკაცრი ზედამხედველობის, ისე მუდმივი მეთვალყურეობის ზოლს. კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად - აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნებისმიერი სახის მშენებლობა შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია მხოლოდ დროებითი, არაკაპიტალური ნაგებობების მოწყობა.

აუქციონის დაწყების თარიღი 29 ივლისია, ხოლო დასრულების - 12 აგვისტო.