დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

პარლამენტი

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“, – ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.

დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.