ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან 4 ფრენა გაუქმდა

თბილისის აეროპორტი

ძლიერი ქარის გამო, თბილისის აეროპორტიდან ოთხი ფრენა გაუქმდა.

სამი რეისი სტამბოლის, ერთი კი ანტალიის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო:

  • Turkish Airlines - სტამბოლი (05:50 საათი);
  • Ajet - სტამბოლი (05:25 საათი);
  • Pegasus - სტამბოლი (05:25 საათი);
  • Pegasus - ანტალია (06:50 საათი).