ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე აქციზი გახუთმაგდა

ელექტრონული სიგარეტი

ელექტრონული სიგარეტის სითხეებზე აქციზი გახუთმაგდა. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე შევიდა და ამოქმედდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ცვლილების თანახმად, აქციზი 1 მლ მსგავს სითხეზე 20 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება.

„სითხეებზე ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის, აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა,“ - აღნიშნულია ცვლილებაში რომელიც უკვე შევიდა საგადასახადო კოდექსში.