1770190275
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ ჯამურად 250 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომერციულ ბანკის ფულადი სანქციები რამდენიმე დარღვევისთვის დაეკისრა.
„თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით შემდეგი დარღვევებისთვის დაჯარიმდა:
- 4 კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამო;
- ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3 მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის გამო;
- 1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო;
- 1 კლიენტთან მიმართებით კლიენტის KYC დოკუმენტის განუახლებლობის გამო;
- 23 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები;
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევის გამო;
- 20 შემთხვევაში გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);
- 46 შემთხვევაში „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის);
- 1 შემთხვევაში ბანკის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის.


