ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მე-5 ადგილზეა

ღამის კლუბი

ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მე-5 ადგილზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას Condé Nast Traveller Middle East-მა გამოაქვეყნა, რომელმაც 2025 წლის ღამის ცხოვრებისთვის მსოფლიოში 10 საუკეთესო ქალაქი გამოარჩია.

ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი ასეთია:

ბარსელონა: 304 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
პარიზი: 317 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
ტოკიო: 198 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
პრაღა: 55 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
თბილისი: 24 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
სეული: 77 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
ერევანი: 33 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
ბანგკოკი: 23 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
ბალი: 3 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე
ბუდაპეშტი: 41 ბარი და პაბი 100 კილომეტრზე

ცნობისთვის, რეიტინგი აფასებს ღამის ცხოვრების უსაფრთხოებას, ბარებისა და პაბების სიმჭიდროვეს, სასმელების ფასებს და ადგილების რეიტინგებს.