1746084729
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

გავლენიანი იტალიური გამოცემის “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება და ზაფხულში მისი გაყიდვა არ იგეგმება.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველის კონტრაქტი 2027 წელს იწურება, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდეს და ახალი კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბროს. ევრო 2024-ზე ასპარეზობის შედეგად დიდი ალბათობით კვარაცხელიას შეძენა კიდევ უფრო მეტ ტოპ კლუბს მოუნდება, თუმცა ნეაპოლში სჯერათ, რომ შემტევი კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ბონუსების ჩათვლით 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. დღესდღეობით ხვიჩა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა, რადგან სეზონში მისი შემოსავალი 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან კონტრაქტში ჩასადებ გამოსასყიდი თანხის პუნქტზე, რომელიც ამჟამინდელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის მითითება გულისხმობს ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბის მხრიდან აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში მოთამაშის აუცილებელ ტრანსფერს, რაზედაც სპორტსმენის მფლობელი კლუბი უარს ვერ იტყვის.
იტალიური პრესის ინფორმაციით, თავად კვარაცხელიას “ნაპოლიში” კიდევ ერთი სეზონით დარჩენა და განვითარება სურს, რაშიც მისი აგენტი და ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან.
1746183442
პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ ლარის ავოკადო იყიდაავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა: ნიდერლანდები - 279.08 ტონა - 931.45 ათასი დოლარი; თურქეთი - 214.00 ტონა - 368.77 ათასი დოლარი; ლიბანი - 19.81 ტონა - 33.68 ათასი დოლარი; საფრანგეთი - 0.00 ტონა - 0.09 ათასი დოლარი. საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.
1746168167
2 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. საქართველოში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12°, დღისით +23°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრ/აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°. ღამით +12,სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+11 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8 °.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+11°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+8°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+6°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+6°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+5°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+3°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+8 °.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭ. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+7°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით+5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13, ღამით+3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+6°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით+7.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით+7.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+3.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+13°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23 ღამით+12°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+13°.
1745933135
ChatGPT-ს ონლაინ-შოპინგის ფუნქცია დაემატებაOpenAI ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტ ChatGPT-ში შოპინგის ფუნქციის გასაშვებად ემზადება.ინფორმაციას გამოცემა Wired ავრცელებს, რომელმაც OpenAI-სგან ახალი ფუნქციის დემოვერსია მიიღო.კერძოდ, ChatGPT მომხმარებლებს პროდუქტებს მათი მოთხოვნისა და პრეფერენციების მიხედვით შესთავაზებს.ახალი ფუნქცია არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.თუმცა მყიდველები ChatGPT-ში ნივთების შეძენას ვერ შეძლებენ და ბოტი ტრანზაქციის დასასრულებლად მათ მოვაჭრის ვებგვერდზე გადაამისამართებს.პროდუქტის რეკომენდაციები ChatGPT-ის მიერ მომხმარებლის პრეფერენციების შესახებ ინფორმაციასა და ინტერნეტში მიმოხილვებს ეფუძნება. მაგალითად, თუ მომხმარებელი იტყვის, რომ მხოლოდ შავ ტანსაცმელს ატარებს, ChatGPT ამ ინფორმაციას თავის მეხსიერებაში შეინახავს და როცა მომხმარებელი ბოტს მაისურის ან პერანგის პოვნას სთხოვს, ის მას შესაბამის პროდუქტს შესთავაზებს.პროდუქტზე შეფასებებს ბოტი როგორც ონლაინ-ტექსტებიდან, ასევე, Reddit-ის მსგავსი ფორუმებიდან შეაგროვებს, ხოლო მომხმარებლები შეძლებენ, მიუთითონ, თუ რომელი ტიპის შეფასებას მიენიჭოს პრიორიტეტი.bpn.ge
1745920555
ჩინეთი 10 ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებსჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა, რითაც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის ბირთვული ენერგია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის მთავარი მიმართულებაა.ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.გეგმის თანახმად, ახალი რეაქტორების მშენებლობა ჩინეთს 200 მლრდ იუანი (დაახლოებით, 27 მლრდ დოლარი) დაუჯდება.უკვე მეოთხე წელია, რაც ჩინეთი, სულ მცირე, ათი ახალი რეაქტორის მშენებლობას ამტკიცებს. ამჟამად ქვეყანაში 30 რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მსოფლიოში არსებული ყველა მშენებარე პროექტის, თითქმის, ნახევარია.არსებული პროგნოზით, ჩინეთი მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის აშშ-ს გაუსწრებს და მსოფლიოში ბირთვული ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გახდება.ჩინეთის ელექტროენერგეტიკის საბჭოს მონაცემებით, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ბირთვული ენერგიის სიმძლავრე, სავარაუდოდ, 65 გიგავატს მიაღწევს, მაშინ, როცა გასულ წელს მოცულობამ 60 გიგავატი შეადგინა.2040 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოცულობის 200 გიგავატამდე გაზრდა იგეგმება, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების, დაახლოებით, 10%-ია.წარმატების მთავარი ფაქტორი ხარჯის კონტროლია. კერძოდ, ჩინეთში ერთი რეაქტორის ღირებულება 2.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც აშშ-სა ან ევროპაზე მნიშვნელოვნად იაფია, სადაც მშენებლობა შეფერხებებსა და ბიუჯეტის გადაჭარბებას აწყდება.ამასთან, ჩინეთის უპირატესობა სამთავრობო მხარდაჭერაშია, რაც იაფ კრედიტსა და მიწოდების სტაბილურ ჯაჭვზე წვდომას უზრუნველყოფს. ეს შეფერხებების თავიდან აცილებას ხელს უწყობს და პროექტებს აიაფებს.BPN.GE
1745913990
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენსაქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.