ChatGPT-ს ონლაინ-შოპინგის ფუნქცია დაემატება

ChatGPT

OpenAI ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტ ChatGPT-ში შოპინგის ფუნქციის გასაშვებად ემზადება.

ინფორმაციას გამოცემა Wired ავრცელებს, რომელმაც OpenAI-სგან ახალი ფუნქციის დემოვერსია მიიღო.

კერძოდ, ChatGPT მომხმარებლებს პროდუქტებს მათი მოთხოვნისა და პრეფერენციების მიხედვით შესთავაზებს.

ახალი ფუნქცია არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

თუმცა მყიდველები ChatGPT-ში ნივთების შეძენას ვერ შეძლებენ და ბოტი ტრანზაქციის დასასრულებლად მათ მოვაჭრის ვებგვერდზე გადაამისამართებს.

პროდუქტის რეკომენდაციები ChatGPT-ის მიერ მომხმარებლის პრეფერენციების შესახებ ინფორმაციასა და ინტერნეტში მიმოხილვებს ეფუძნება. მაგალითად, თუ მომხმარებელი იტყვის, რომ მხოლოდ შავ ტანსაცმელს ატარებს, ChatGPT ამ ინფორმაციას თავის მეხსიერებაში შეინახავს და როცა მომხმარებელი ბოტს მაისურის ან პერანგის პოვნას სთხოვს, ის მას შესაბამის პროდუქტს შესთავაზებს.

პროდუქტზე შეფასებებს ბოტი როგორც ონლაინ-ტექსტებიდან, ასევე, Reddit-ის მსგავსი ფორუმებიდან შეაგროვებს, ხოლო მომხმარებლები შეძლებენ, მიუთითონ, თუ რომელი ტიპის შეფასებას მიენიჭოს პრიორიტეტი.

bpn.ge