კილოგრამი 389 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პასკები თბილისში

პასკა

აღდგომის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და მოსახლეობა უკვე აქტიურად ემზადება. დღესასწაულის მთავარი სიმბოლოს - პასკას, წელსაც, ისევე, როგორც ყოველ წელს, დიასახლისების ნაწილი სახლში აცხობს, ნაწილი კი უპირატესობას ამა თუ იმ საკონდიტროსა და სუპერმარკეტებში შეძენას ანიჭებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება 1 კილოგრამი პასკის შეძენა ამა თუ იმ საკონდიტროსა და სუპერმარკეტში.

როგორც აღმოჩნდა, კლასიკური ქიშმიშიანი, 500-გრამიანი პასკის ფასი სუპერმარკეტებში 8 ლარიდან იწყება, რაც შეეხება ხაჭოს პასკას, 900-გრამიანის ღირებულება 50 ლარს აღწევს. იტალიური პანეტონეების ფასი 500-გრამიანი 20 ლარიდან იწყება და 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რა ღირს პასკა საქართველოში – ფასები ბიუჯეტურიდან ლუქს კატეგორიამდე

რაც შეეხება არაბიუჯეტურ პასკებს, არჩევანი აქ საკმაოდ დიდია და შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მათგანი ფუფუნების საგანსაც კი წარმოადგენს.

მაგალითად, Moschino-პანეტონე 1-კილოგრამიანი 389 ლარი ღირს, Etro-კოლომბა - 369 ლარი, Fiasconaro-D&G-კოლომბა შოკოლადით და მარწყვის ჯემით - 224 ლარი, Fiasconaro-D&G-პანეტონე ციტრუსებით 500-გრამიანი - 129 ლარი, ხოლო Fiasconaro-D&G-კოლომბა 100-გრამიანი - 69.90 ლარი ღირს.

BPN