მამუკა მდინარაძე: სუს-ში ინფორმაციის ნაკადი ერთ წელში გაზრდილია 30-ჯერ, მათ შორის მოსმენებიც

მამუკა მდინარაძე

თუ ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო X ციფრი, დღეს ეს ციფრი გაზრდილია 30-ჯერ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის საქმიანობის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება და ასეა თუ არა, მდინარაძემ უპასუხა:

„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორ-ნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები, ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია, სამაგიეროდ, ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის უამრავი ლეგიტიმური საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდანდაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა. გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

1tv.ge