მესამე მცდელობა - სახელმწიფომ Rolex-ის საათები აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა

rolex

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ Rolex -ის ბრენდის 3 მაჯის საათი აუქციონზე გასაყიდად მესამედ გამოიტანა. ქონების გასხვისების აუქციონი 17 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისს სრულდება.

ცნობისთვის, პირველი და მეორე აუქციონი, რომელიც სახელმწიფომ აღნიშნული მაჯის საათების გასაყიდად გამოაცხადა, უშედეგოდ დასრულდა.

ქონების ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საფასო პირობები არ შეცვლილა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337). მისი საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება - ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.

რა ღირს Rolex-ის საათები, რომელსაც სახელმწიფო მესამედ ყიდის

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337). მისი საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება - ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.

45 800 ლარი იქნება საწყისი ღირებულება Rolex-ის კიდევ ერთი საათისთვის (სერიული ნომერი G504P034). სააგენტო უთითებს, რომ აღნიშნული საათის სამაჯური დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და მოპირკეთებულია 18K ოქროსგან.

გასაყიდად გამოტანილი Rolex-ის მესამე მოდელის (126715CHNR, SERIAL 664177K8) საწყისი ფასი 149 600 ლარი იქნება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საათი არის ვარდისფერი ოქრო, სამაჯურზე კი დატანილია გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750, 8GY, ROLEXSA.