ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო

Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში მსოფლიო ბირჟაზე ოქრო 63.81%-ით, ვერცხლი კი 141.34%-ით გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, პირველი ვაჭრობების შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 332 დოლარია განისაზღვრული.

ამასთან, Gold Price-ის თანახმად, ერთი დღის ჭრილში, ოქრო 0.16%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 2.67%-ითაა გაძვირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 387 ლარის ფარგლებში მერყეობს.