პარიკების იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში თითქმის გასამმაგდა - სად ვყიდულობთ?

პარიკი

2025 წელს საქართველოში პარიკების, წამწამების და წარბების, შინიონებისა და ანალოგიური ნაწარმის იმპორტმა 13.2 ტონა შეადგინა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 247 ათასი დოლარს გადააჭარბა.

პარიკების იმპორტი 2024 წელთან შედარებით (19 ტონა), შემცირებულია, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში პროდუქციის იმპორტი თითქმის გასამმაგდა (2021 წელს ქვეყანამ 84.9 ათასი დოლარის 5.2 ტონა შემოიტანა).

„საქსტატი“ მონაცემების მიხედვით, პარიკებს, წამწამებს და წარბებს, ასევე შინიონებს 19 ქვეყნიდან ვყიდულობდით, თუმცა ამ დასახელების სასაქონლო ჯგუფის მთავარი მომწოდებელი ჩინეთია. სწორედ აქედან შემოვიდა 2025 წელს 161.6 ათასი დოლარის 11 ტონა პარიკები, წამწამები და შინიონები.

იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გერმანიას, რუსეთს, იტალიას, თურქეთს, რუმინეთს, ირლანდიას, ნიდერლანდებს, ჩეხეთს და პოლონეთს ვხდებით, თუმცა ამ ქვეყნებიდან იმპორტის მაჩვენებელი მცირეა.