პირველი SEO სახელმძღვანელო ქართულ ენაზე – რას ისწავლით წიგნიდან?

პირველი SEO სახელმძღვანელო ქართულ ენაზე – რას ისწავლით წიგნიდან?

თუ გსურთ მეტი გაიგოთ SEO ოპტიმიზაციაზე, გაეცნოთ მასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებსა თუ სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს, მაშინ თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. SEO სააგენტო „ალპაკამ“ ახლახან პირველი ქართული ელექტრონული SEO სახელმძღვანელო გამოსცა. რაც მთავარია, ის მორგებულია ადგილობრივ ბაზარზე და მიმოიხილავს იმ ციფრულ გამოწვევებსაც, რომელთა წინაშეც ქართული კომპანიები დგანან.

წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://alpaca.ge/seo-book/.

SEO ოპტიმიზაცია მარკეტინგის შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების დაკავებასა და, შესაბამისად, ბრენდის ცნობადობის გაზრდაში ეხმარება. ციფრულ სამყაროში, რომელშიც მომხმარებელი ინფორმაციას უმეტესად ონლაინ იღებს, ბიზნესის წარმატებას დიდწილად სწორედ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) განსაზღვრავს. ამიტომ კომპანიები მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო აქტიურად ცდილობენ ამ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას.

მიუხედავად ამისა, ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ აუთვისებელია, რადგან ბევრი კომპანია არ ფლობს სრულფასოვან ინფორმაციას SEO-ზე და არც იმ შედეგებზე აქვს ნათელი წარმოდგენა, რომელთა მოტანაც ამ ინსტრუმენტს შეუძლია. სწორედ ამის პასუხად შექმნა „ალპაკამ“ სახელმძღვანელო.

„ალპაკა“ პირველი ქართული SEO სააგენტოა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა შევაფასოთ ის დინამიკა, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროში შეიმჩნევა. წლიდან წლამდე ნამდვილად იზრდება ცნობადობა საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზე, თუმცა, ვფიქრობთ, ამ ინსტრუმენტზე ადგილობრივ ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი წარმოდგენა.

მეორე მხრივ, არიან კომპანიები, რომელთაც გააზრებული აქვთ მისი ეფექტიანობა, სურთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ არ იციან საიდან დაიწყონ. ამ სახელმძღვანელოთი გვინდა, მათ გზა გავუკვალოთ. რაც მთავარია, წიგნს პერიოდულად დაემატება ახალი საკითხები მკითხველის ინტერესების გათვალისწინებით და სფეროს განვითარების კვალდაკვალ“, – ამბობს „ალპაკას“  SEO გუნდის ხელმძღვანელი სპარტაკ გაჩეჩილაძე.