1790229660
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს და 7-8 თვეში დასრულდება.
პროექტი მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება და 2 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო წყლის მილების, სანიაღვრე სისტემის მოწყობა-განახლება, ჰაერში გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, განათების ახალი სისტემის მოწყობა, მიწისქვეშა ურნების განთავსება, საავტობუსე ზოლების მოწყობა.
"პირველ ეტაპზე გამზირი დაიკეტება ავლაბრიდან თელავის ქუჩის კვეთამდე, კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
1789715114
1790403600
რა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორ მუშაობს და რატომ თვლის ზოგიერთი CEO მას კაცობრიობისთვის საშიშად?ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სოციალური ქსელებიდან და ფოტოებში მეგობრების ამოცნობიდან დაწყებული, მედიცინაში მიღწეული სენსაციური წარმატებებით დამთავრებული, ტექნოლოგია უსწრაფესად ვითარდება.თუმცა, OpenAI-ის ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტების გამოჩენამ საზოგადოებაში სერიოზული შიშები გააჩინა ტექნოლოგიის ეკოლოგიურ ზეგავლენაზე, ეთიკურ მხარეებსა და მონაცემთა გამოყენებაზე.რა საფრთხეს უქმნის AI კაცობრიობას, როგორ იცვლება შრომის ბაზარი და რატომ გვაფრთხილებენ მეცნიერები გლობალურ კატასტროფაზე?რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის?ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, დაამუშაონ დიდი რაოდენობით მონაცემები, გამოავლინონ კანონზომიერებები და იმოქმედონ დეტალური ინსტრუქციების შესაბამისად. თუმცა, კომპიუტერებს არ შეუძლიათ აზროვნება, თანაგრძნობა ან მსჯელობა. მეცნიერებმა შექმნეს სისტემები, რომლებსაც იმ ამოცანების შესრულება შეუძლიათ, რაც ჩვეულებრივ ადამიანის ინტელექტს მოითხოვს.ტექნოლოგია გამოიყენება ონლაინ-მყიდველების ქცევის განსაჭვრეტად, პროდუქტების რეკომენდაციისთვის, ხმოვანი ასისტენტებისთვის (Apple-ის Siri და Amazon-ის Alexa) და უპილოტო ავტომობილების სისტემების შესაქმნელად. გარდა ამისა, AI ეხმარება სოციალურ პლატფორმებს (Facebook, TikTok, X, Spotify, Deezer), რათა მომხმარებლებს პოსტები და მუსიკა შეურჩიონ. მედიცინაში კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კიბოს გამოსავლენად, რენტგენის პასუხების შესამოწმებლად, დიაგნოზის დასაჩქარებლად და მკურნალობის ახალ იგზების მოსაძებნად.გენერაციული AI - ChatGPT, DeepSeek და ყალბი კონტენტიგენერაციული AI გამოიყენება სრულიად ახალი კონტენტის შესაქმნელად, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილისგან თითქმის არ განსხვავდება. ის სწავლობს არსებული უზარმაზარი მონაცემებიდან, როგორიცაა: ონლაინ ტექსტები და გამოსახულებები. ChatGPT, ჩინური DeepSeek, Google-ის Gemini და Meta AI პოპულარული ინსტრუმენტებია, რომელთაც ტექსტის, კოდის, სურათებისა და სხვა მასალების გენერირება შეუძლიათ.Midjourney და Veo 3 სპეციალური აპლიკაციებია, რომლებიც ტექსტური მინიშნებებიდან გამოსახულებებსა და ვიდეოებს ქმნიან. გარდა ამისა, გენერაციული AI გამოიყენება მაღალი ხარისხის მუსიკის შესაქმნელად. ცნობილი მუსიკოსების სტილისა და ხმის მიბაძვით შექმნილი სიმღერები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება, რაც მსმენელებს ხშირად აბნევს.კაცობრიობის განადგურების საფრთხე და გაქრობის პირას მყოფი პროფესიებისაერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ზე მოახდინოს გავლენა და გლობალური ფინანსური უთანასწორობა გააღრმავოს. AI-ის განვითარების „ნათლიმამად“ აღიარებულმა პროფესორმა ჯეფრი ჰინტონმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ მძლავრმა სისტემებმა შესაძლოა კაცობრიობის გადაშენებაც კი გამოიწვიოს, თუმცა მისი ეს შიში მეორე „ნათლიმამამ“, იან ლეკუნმა უარყო.2026 წლის სექტემბერში მსგავსი საგანგაშო გაფრთხილებები AI-ის მკვლევარებმაც გაავრცელეს.ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მიმდინარე რისკებზეც, AI-ის უნარზე, გაავრცელოს მიკერძოებული ინფორმაცია ან დისკრიმინაცია გაუწიოს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, რადგან სასწავლო მონაცემები საზოგადოებრივ სექსიზმსა და რასიზმს ირეკლავს. გარდა ამისა, გენერაციულ AI-ს ახასიათებს „ჰალუცინაციები“ - მცდარი ფაქტების დამაჯერებლად მტკიცება და წყაროების გამოგონება.2025 წლის დასაწყისში Apple-მა აპლიკაციის შეტყობინებების არასწორი შეჯამების გამო AI ფუნქცია გააუქმა, ასევე Google-იც გააკრიტიკეს ძიების AI მიმოხილვებში დაშვებული შეცდომების გამო.პრობლემები გაჩნდა სკოლებსა და სამუშაო ადგილებზეც, სადაც სტუდენტები AI-ს „შპარგალკად“ იყენებენ, ხოლო თანამშრომლები მას ფარულად იყენებენ სამუშაო პროცესში. ხელოვანები, მწერლები და მუსიკოსები (მათ შორის ABBA-ს წევრი ბიორნ ულვეუსი, იან რენკინი, ჯოან ჰარისი, ჯულიან მური და ბილი აილიში) პროტესტს გამოთქვამენ მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ნებართვისა და კომპენსაციის გარეშე გამოყენების გამო.ეკოლოგიური კრიზისი - ელექტროენერგიისა და წყლის კატასტროფული მოხმარებამკვლევართა შეფასებით, AI ინდუსტრიამ შესაძლოა მალე იმდენივე ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენსაც მთელი ნიდერლანდები. AI პროგრამებისთვის საჭირო ჩიპების წარმოება და მონაცემთა ცენტრების გაგრილება უზარმაზარ ენერგიასა და წყლის რესურსებს მოითხოვს.დიდ ბრიტანეთში გაჩნდა შიში, რომ AI-ის განვითარების გეგმებმა შესაძლოა სასმელი წყლის მარაგები საფრთხეში ჩააგდოს. ხოლო 2024 წლის სექტემბერში Google-მა განაცხადა, რომ გადახედავდა ჩილეში მონაცემთა ცენტრის მშენებლობის გეგმას, სადაც ქვეყანა ძლიერ გვალვას ებრძოდა.როგორ არეგულირებენ ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოში?ევროკავშირმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი (AI Act), რომელიც აკონტროლებს მაღალი რისკის შემცველ სისტემებს განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავ სფეროებში და ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებას სრულად კრძალავს. ჩინეთში კი გენერაციული AI-ის დეველოპერებს მოეთხოვებათ მოქალაქეთა მონაცემების დაცვა, თუმცა, ისინი ქვეყნის მკაცრი ცენზურის კანონებითაც იზღუდებიან.დიდმა ბრიტანეთმა დააწესა შეზღუდვები კონკრეტულ საფრთხეებზე (მაგალითად, „დიფფეიკ“ შიშველი ფოტოების შექმნის აკრძალვა) და შექმნა AI უსაფრთხოების დამოუკიდებელი ინსტიტუტი.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს არ მოუწერიათ ხელი გლობალური დეკლარაციისთვის AI-ის მდგრადი მიდგომების შესახებ.წყარო: bbc.com
1790400180
მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია გამოვლინდა - Skytrax Airline Awards 2026-ის რეიტინგიSingapore Airlines-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. ამის შესახებ Business Insider-მა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მგზავრთა გამოკითხვის, Skytrax Airline Awards 2026-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა.გამოკითხვა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ეროვნების მგზავრმა, რომლებმაც ავიაკომპანიები თვითმფრინავის სისუფთავის, ბორტზე Wi-Fi-ის, აეროპორტისა და ლაუნჯის მომსახურების, ასევე ეკონომ, ბიზნეს და პირველ კლასში მომსახურების ხარისხის მიხედვით შეაფასეს. რეიტინგში სულ 325-ზე მეტმა ავიაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა.„სინგაპურის ავიახაზები“ „სკაიტრაქსის“ გლობალურ რეიტინგში მეექვსედ ლიდერობს. მთავარი ჯილდოს გარდა, ავიაკომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად ეკონომ კლასში ბორტზე კვების მომსახურების მხრივ.თავად კომპანიამ აღნიშნა, რომ დიდად აფასებს მგზავრების მხარდაჭერას.რეიტინგში მეორე ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა. გადამზიდავმა პირველად მიიღო ჯილდო საუკეთესო ფრენის დროს Wi-Fi-სთვის და ასევე კვლავ გაიმარჯვა საუკეთესო ბიზნეს კლასის კატეგორიაში.მესამე ადგილი ჰონგ-კონგის „Cathay Pacific“-მა დაიკავა და ბორტგამცილებლის საუკეთესო შესრულების ჯილდო მიიღო.საუკეთესო ევროპულმა ავიაკომპანიამ მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა. Air France-მა რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯის კვებისა და პირველი კლასის კეთილმოწყობისთვის.ტოპ-10 საუკეთესო ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია: სინგაპურის ავიახაზები, სინგაპური. კატარის ავიახაზები, კატარი. Cathay Pacific Airways, ჰონგ-კონგი. All Nippon Airways (ANA), იაპონია. თურქეთის ავიახაზები, თურქეთი. ემირატები, UAE (დუბაი). Air France, საფრანგეთი. ჰაინანის ავიახაზები, ჩინეთი. იაპონიის ავიახაზები, იაპონია. კორეის ავიახაზები, სამხრეთ კორეა. EVA Air, ტაივანი.
1790310417
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში25 სექტემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება რუსთავში, სადაც ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება, ყველაზე მაღალ ტემპერატურას კი, 11 გრადუსს, სინოპტიკოსები გუდაურში ვარაუდობენ.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +23 - წვიმაზუგდიდი +24 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - წვიმაფოთი +23 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +23 - წვიმაოზურგეთი +23 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +24 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +23 - წვიმაახალციხე +23 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +19 - ღრუბლიანიბაკურიანი +17 - ღრუბლიანიგორი +24 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +22 - წვიმასტეფანწმინდა +14 - წვიმაგუდაური +11 - წვიმათელავი +24 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +26 - წვიმათბილისი +25 - წვიმა.
1790227676
როგორი ამინდი იქნება 24 სექტემბერს საქართველოში24 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - უმეტესად მზიანი დღე.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +22 - წვიმაზუგდიდი +22 - წვიმამესტია +16 - წვიმაფოთი +23 - წვიმაბათუმი +22 - წვიმაოზურგეთი +22 - წვიმაქუთაისი +22 - წვიმაამბროლაური +23 - წვიმაახალციხე +24 - წვიმაბორჯომი +22 - წვიმაბაკურიანი +19 - წვიმაგორი +25 - უმეტესად მზიანიცხინვალი +24 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +20 - უმეტესად მზიანიგუდაური +16 - უმეტესად მზიანითელავი +31 - უმეტესად მზიანირუსთავი +32 - მზიანითბილისი +30 - უმეტესად მზიანი.
1789799662
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიანდა მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ - ნათქვამია განცხადებაში.


