ქობულეთში სანაპირო ზოლის აღდგენა იგეგმება - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5.2 მლნ ლარს აჭარბებს

სანაპირო

ქობულეთში სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 267 456 ლარს შეადგენს. მიმწოდებელმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

„პროექტი ითვალისწინებს წარეცხილი პლაჟის უბანზე, ზღვის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის ხელოვნურ საკომპენსაციო შეტანას, რაც პლაჟის რეაბილიტაციასა და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს იწყება და 23 მარტს სრულდება.